პეპე რეინასა და კიდევ ორ იტალიელ ფეხბურთელს ნეაპოლურ მაფიასთან კავშირის გამო დისკვალიფიკაცია ელით

AutoSharing Option
პეპე რეინას, სალვატორე არონიკასა და პაოლო კანავაროს ნეაპოლურ მაფიასთან კავშირის გამო დისკვალიფიკაცია ელით.

რეინამ გასული სეზონი "ნაპოლიში" გაატარა, რის შემდეგაც "მილანში" გადაბარგდა. კანავარო "გუანჯოუში" მისი ძმის, ფაბიოს თანაშემწეა, რომელიც კლუბის მწვრთნელია. არონიკას კი საფეხბურთო კარიერა დასრულებული აქვს.

სამივე ფეხბურთელი უარყოფს ამ ბრალდებას და ამბობს, რომ მაფიის წევრები მათ ოფიციალურ წვეულებაზე გააცნეს და წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ ვინ იყვნენ ისინი.

პაოლო კანავაროს საფეხბურთო მოღვაწეობა - 10, სალვატორე არონიკას - 4, ხოლო პეპე რეინას 3 თვით აეკრძალებათ.

გავრცელებული ცნობით, რეინა მაფიის წარმომადგენლებს
ხშირად ხვდებოდა, თუმცა ესპანეთის ნაკრების მეკარე ამბობს, რომ ისინი "ნაპოლის" წარმომადგენლები ეგონა.

alt"მილანმა" რეინა მუქთად აიყვანა და მზადაა დონარუმა ძვირად გაყიდოს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული