რონალდომ "იუვენტუსში" პრეზენტაციაზე განაცხადა: მე სხვების მსგავსი არა ვარ. მე სხვა ვარ

AutoSharing Option
დღეს ტურინში ჩასულმა პორტუგალიელმა თავდამსხმელმა რონალდომ მედშემოწმება გაიარა და "იუვენტუსმა" პრეზენტაცია მოუწყო. მან ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:

- ფიზიკურად, მენტალურად და ემოციურად წესრიგში ვარ. აქ ყოფნით ბედნიერი და სერიოზულად მოტივირებული ვარ. ვიცი, ზოგიერთი ფიქრობს, რომ 33 წლის ფეხბურთელისთვის კარიერა დასრულებულია, მაგრამ მე სხვების მსგავსი არა ვარ. მე სხვა ვარ. ჩემს ასაკში ფეხბურთელები როგორც წესი, კატარში ან ჩინეთში აგრძელებენ კარიერას.

"რეალის" დატოვების გამო გული არ დამწყვეტია. იქ შესანიშნავი 9 წელიწადი გავატარე, მაგრამ ცხოვრებაში ახალი ეპოქა იწყება. მადრიდული კლუბის მადლობელი ვარ.

37 წლისას
დამისრულდება "იუვესთან" კონტრაქტი, მინდა თუ არა "სპორტინგში" დაბრუნება? ლისაბონური გუნდი მუდამ დარჩება ჩემს გულში. რა თქმა უნდა, მსურს "იუვენტუსთან" ერთად მივაღწიო წარმატებებს. აქ შვებულების გასატარებლად არ ჩამოვსულვარ.

ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველას უნდა, პრეზიდენტს ამაზე ველაპარაკე. ვუბრძოლებთ. ჩვენ შეგვიძლია იტალიაშიც და ევროპაშიც დიდ გამარჯვებებს მივაღწიოთ.

დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული