The Sun: კრიშტიანო რონალდომ სასტუმროს თანამშრომლებს 19 ათასი ევროს "ჩაი" დაუტოვა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ საბერძნეთში დასვენების დროს სასტუმროს თანამშრომლებს "ჩაის" სახით 19 600 ევრო დაუტოვა.

პორტუგალიელი "იუვენტუსთან" კონტრაქტის გასაფორმებლად სასტუმრო "კოსტა-ნავარინოში" გაჩერდა, სადაც ტურინულ კლუბთან მოლაპარაკებები გამართა.

ინგლისური გამოცემა The Sun-ის ცნობით, რონალდო იმდენად გაოცებული დარჩა სერვისით, რომ სასტუმროს თანამშრომლებს "ჩაის" სახით 19 600 ევრო დაუტოვა. "იუვენტუსის" წარმომადგენელმა კი სასტუმროს ხელმძღვანელობას სთხოვა, თანხა ყველა თანამშრომელზე გადაენაწილებინათ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჰმ... უკვე გაიკრა "ბიჭმა" ჯიბეზე ხელი?! ;)))
დათო
17:47 19-07-2018
1
რამე სიტყვა არ არსებობს ქართულში, ჩაის ბრჭყალებში რომ შეცვლის?
ჩაი
18:56 19-07-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული