კომპანია KPMG-მ კრიშტიანო რონალდოს ტურინის "იუვენტუსში" ტრანსფერის ფინანსური მხარე შეაფასა.
KPMG ერთ-ერთი აუდიტორული კომპანიაა დიდი ოთხეულიდან, რომლის წევრები არიან Deloitte, Ernst & Young და PwC.
კომპანიის მონაცემებით, "იუვენტუსი" 4 წელიწადში 340 მლნ ევროს სუფთა მოგებას ნახავს. შეგახსენებთ, რომ "ბებერმა ქალბატონმა" რონალდოს სანაცვლოდ მადრიდის "რეალს" 112 მლნ ევრო გადაუხადა, ხოლო თავად ფეხბურთელს წელიწადში 30 მლნ ევროს გადაუხდის.
აღნიშნული მოგება გუნდის ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლაზეც იქნება დამოკიდებული.
გარდა ამისა, კომპანიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კრიშტიანო რონალდო "იუვენტუსის" ბრენდზე დადებით ზეგავლენას მოახდენს.
რონალდოს პოპულარობა კლუბს
განვითარების საშუალებას მისცემს აზიაში, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში და ასევე, აშშ-ში.
კომპანია ასევე ამბობს, რომ რა თქმა უნდა, იქნება ნეგატიური მომენტებიც.
აღსანიშნავია, რომ "იუვენტუსმა" მხოლოდ პირველ დღეს რონალდოს მაისურების გაყიდვით 55 მლნ ევრო უკვე გამოიმუშავა.