ის მილანში ჩაფრინდა და აეროპორტში ჟურნალისტები და გულშემატკივრები დახვდნენ.
დღეს პიპიტა მედშემოწმებას გაივლის და როსონერისთან ერთსეზონიან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს, ეს სიამოვნება კი მის ახალ კლუბს 18 მილიონი ევრო დაუჯდება.
ეს ტრანსფერი ბარტერის ფარგლებში მოხდა, იგუაინი და მცველი მატია კალდარა "მილანში" გადავლენ, ხოლო მცველი ლეონარდო ბონუჩი "იუვეში" დაბრუნდება.
2016 წლის ზაფხულში გონსალოს კონტრაქტი ბიანკონერიმ "ნაპოლისგან" 105 მილიონად გამოისყიდა და მას შემდეგ "იუვეში" 105 მატჩში 55 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ
"მილანი" გონსალო იგუაინს ოთხწლიან კონტრაქტს და 4.5-მილიონიან ხელფასს სთავაზობს
გონსალო იგუაინი: საფეხბურთო ინდუსტრია ფეხბურთელებს ერთჯერადი საქონელივით იყენებს