გონსალო იგუაინს ღამით მილანის აეროპორტში ჟურნალიტები და ტიფოზები დახვდნენ

AutoSharing Option
"იუვენტუსმა" როგორც იქნა, დაიყოლია 30 წლის არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი "მილანში" გადასვლაზე.

ის მილანში ჩაფრინდა და აეროპორტში ჟურნალისტები და გულშემატკივრები დახვდნენ.

დღეს პიპიტა მედშემოწმებას გაივლის და როსონერისთან ერთსეზონიან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს, ეს სიამოვნება კი მის ახალ კლუბს 18 მილიონი ევრო დაუჯდება.

ეს ტრანსფერი ბარტერის ფარგლებში მოხდა, იგუაინი და მცველი მატია კალდარა "მილანში" გადავლენ, ხოლო მცველი ლეონარდო ბონუჩი "იუვეში" დაბრუნდება.

2016 წლის ზაფხულში გონსალოს კონტრაქტი ბიანკონერიმ "ნაპოლისგან" 105 მილიონად გამოისყიდა და მას შემდეგ "იუვეში" 105 მატჩში 55 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ
"მილანმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მფლობელი და ტექნიკური სტაფი მთლიანად შეიცვალა.

alt"მილანი" გონსალო იგუაინს ოთხწლიან კონტრაქტს და 4.5-მილიონიან ხელფასს სთავაზობს

altგონსალო იგუაინი: საფეხბურთო ინდუსტრია ფეხბურთელებს ერთჯერადი საქონელივით იყენებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული