895 მილიონი ევრო! იტალიური მიდი-მოდი - სერია A ძველ სიმაღლეებს უბრუნდება

AutoSharing Option
თამამად შეიძლება ითქვას, რომ იტალიის ჩემპიონატი ძველ სიმაღლეებს უბრუნდება და ამაზე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაც მეტყველებს.

თავად განსაჯეთ, კალჩოს გუნდებმა ამ დროისთვის 895 მილიონი ევრო დახარჯეს, რაც წამყვან ჩემპიონატებს შორის მეორე ადგილის ტოლფასია.

სერია A-ზე წინ კი მხოლოდ პრემიერლიგაა, სადაც 1,042 მილიარდი ევრო დაიხარჯა.

იტალიურ ფეხბურთს ახსოვს დიეგო მარადონას, მიშელ პლატინის, დენის ბერგკამპის, რონალდოს, ზინედინ ზიდანის და სხვა ვარსკვლავების სუპერტრანსფერები, მაგრამ კალჩოს სკანდალმა, რომელიც 2006 წელს მოხდა, ყველაფერი შეცვალა.

1990 წლის შემდეგ იტალიური კლუბები ევროპული ტურნირების ფინალში 25-ჯერ გავიდნენ, რა შემთხვევაშიც
ტიტულის მფლობელები 13 მათგანში გახდნენ.

მთავარი გამაცოცხლებელი ფაქტორი კი, რა თქმა უნდა, კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერია, რომელიც იტალიის ჩემპიონატს იმ მაყურებელს დაუბრუნებს, რომელიც ძალიან აკლდა.

მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსმა" თავისი სეზონური აბონემენტები უკვე გაყიდა. ასევე რეკორდულ ფასად იყიდება იმ თამაშის ბილეთები, რომელსაც "ბებერი ქალბატონი" სერია A-ში გასვლაზე ჩაატარებს.

მოდით, თვალი გადავავლოთ იტალიის წამყვანი კლუბების სატრანსფერო პოლიტიკას ზაფხულში.

რა თქმა უნდა, დავიწყოთ ჩემპიონი ტურინის "იუვენტუსით", რომელმაც ზაფხულში ყველაზე დიდი გარიგება განახორციელა.

მათ რიგებში ისეთი ფეხბურთელები გადმოვიდნენ, როგორებიც ჟოაო კანსელო, მატეა პერინი და ემრე ჩანი არიან. "ბებერმა ქალბატონმა" ასევე დაიბრუნა ლეონარდო ბონუჩიც.

ყველაზე დიდი დანაკლისი კი გონსალო იგუაინისა და მატეა კალდარას წასვლაა.

საკმაოდ გაიკრა ჯიბეზე ხელი "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმაც, ვინც ფაბიან რუისი, სიმონე ვერდი, ალექს მერეტი, ვინისიუსი, ორესტის კარნეზისი და ამიტ იუნესი მოიყვანა. ჯამში მან ამისთვის 85 მილიონი ევრო გაიღო.

კლუბი დატოვა ერთ-ერთმა ლიდერმა ჟორჟინიომ, რომელიც 60 მილიონი ევროს საფასურად "ჩელსიში" გადავიდა, პეპე რეინამ კი თავისუფალი აგენტის სტატუსით "მილანს" მიაშურა.

ყველაზე აქტიური სატრანსფერო ფანჯარაზე "რომაა" და ყველაზე სახალისო ისტორიაც სწორედ მათ უკავშირდებათ, როდესაც "ბარსელონამ" "მგლებს" მალკომი ცხვირწინ ააცალა.

მართალია, "ჯალოროსიმ" გაუშვა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც მეკარე ალისონი და რაჯა ნაინგოლანი არიან, მაგრამ შევსებაც საკმაოდ მიიღო.

ხავიერ პასტორე, ჯასტინ კლუივერტი, გრეგორი დეფრეილი, ანტონიო მირანტე, რობერტ ოლსენი - ეს იმ ფეხბურთელთა არასრული ჩამონათვალია, ვინც "სტადიო ოლიმპიკოზე" გადაბარგდა.

"ინტერმა" საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გაუშვა, თუმცა უმეტესობა ახალგაზრდა მოთამაშეები არიან, რომლებიც იჯარით წავიდნენ.

სამაგიეროდ, "ნერაძურის" რიგები რაჯა ნაინგოლანმა, ლაუტარო მარტინესმა და სტეფან დე ვრიმ შეავსეს. სულ ბოლოს კი "ინტერში" შიმე ვრსალკოც გადაბარგდა.

ბოლოს "მილანზეც" ვთქვათ. პეპე რეინა და ივან სტრინიჩი თავისუფალი აგენტის სტატუსით მოვიდნენ. ასევე - ალენ ჰალილოვიჩიც.

1-წლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით გადაბარგდა "როსონერიში" გონსალო იგუაინი. ლომბარდიელთა ბანაკში გადაინაცვლა იმედისმომცემმა მცველმა მატეა კალდარამაც.

ყველაზე დიდი დანაკლისი კი, რა თქმა უნდა, ლეონარდო ბონუჩის წასვლაა, ვინც ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნდა.

altმასიმილიანო ალეგრიმ დაადასტურა - დიდი გაცვლა დასრულებულია!

altვაქცინა რონალდოს წინააღმდეგ - "მილანის" ფანები იგუაინის ტრანსფერმა გაახარა და ჩემპიონობაზე აალაპარაკა [VIDEO]

altგონსალო იგუაინს ღამით მილანის აეროპორტში ჟურნალიტები და ტიფოზები დახვდნენ

alt"ინტერი" მადრიდის "ატლეტიკოს" 26 წლის მცველს ხვალ ოფიციალურად დაიმატებს

altრა ხდება "მილანში" - "როსონერიში" დიდი ცვლილებებია

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარია მჭედლიძის ზრდისთვის! ნუ რათქმაუნდა თუ ...
ზაზა
03:56 03-08-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული