36 წლის თავდამსხმელი უკვე 1 წელია მოედანზე არ გამოჩენილა. ის ბოლოს გენუის "სამპოდორიაში" ირიცხებოდა.
კასანომ განაცხადა, რომ ისეთ ფორმაშია, როგორშიც არასდროს ყოფილა და დღეში 12 კილომეტრს დარბის. მისი თქმით, ის ასევე ჩოგბურთს თამაშობს.
როგორც თავად მან აღნიშნა, ახლა 85 კილოგრამს იწონის და კარგი ვარიანტი იქნება, თუ ისეთ გუნდს მოძებნის, რომელიც მის ქალაქთან ახლოს იქნება და ბევრი სიარული არ დასჭირდება.
ანტონიო კასანო: რონალდო იტალიაში სეზონში 30-40 გოლს გაიტანს. ის მანიაკია