ანტონიო კასანო: რონალდო იტალიაში სეზონში 30-40 გოლს გაიტანს. ის მანიაკია

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ანტონიო კასანომ რონალდოს "იუვენტუსში" გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"კრიშტიანოს არაჩვეულებრივი თავგადასავალი ელის. "იუვეს" მისი შეძენა ძვირი დაუჯდა, მაგრამ არ ინანებს. ასეთ ფეხბურთელში გადახდილი 100 მილიონი ევრო კარგი ტრანსფერია.

რონალდო 33 წლისაა, მაგრამ ფორმაშია. გამუდმებით ვარჯიშობს, ეს თითქმის მანიაკალურია. იტალიის ჩემპიონატის დონის გათვალისწინებით, ყოველ სეზონში 30-40 გოლს გაიტანს.

ალეგრის ხელმძღვანელობით მიმუშავია და ის ნამდვილი ფენომენია. ვფიქრობ, მას ბევრი სათანადოდ არ აფასებს. მასიმილიანოს მთავარი ღირსება ჭკუაა და რონალდოსთვის ყველაზე შესაფერისი მწვრთნელია".

altრონალდომ "იუვენტუსში" პრეზენტაციაზე განაცხადა: მე სხვების მსგავსი არა

ვარ. მე სხვა ვარ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული