ნიკოლა კალინიჩი მადრიდის "ატლეტიკოში" დღეს ოფიციალურად გადავა

AutoSharing Option
იტალიური მედიის ინფორმაციით, დღეს ნიკოლა კალინიჩი მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი გახდება.

"როხიბლანკო" ხორვატ თავდამსხმელს იჯარით დაიმატებს და მომავალ წელს გამოისყიდის.

30 წლის ფეხბურთელი "როსონერიში" გასულ ზაფხულს ფლორენციის "ფიორენტინადან" 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

კალინიჩის ტრანსფერი ნიშნავს იმას, რომ "ატლეტიკოს" აღარ დასჭირდება კევინ გამეირო, რომელსაც დიეგო სიმეონეს კლუბი "ვალენსიაში" გაასხვისებს.

ფრანგი ფორვარდის სანაცვლოდ, "ღამურები" 16 მილიონ ევროს გაიღებენ.

altხორვატიის ნაკრებიდან გაძევებული ნიკოლა კალინიჩის დამატების სურვილი მადრიდის "ატლეტიკოს" აქვს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული