ლეონარდოს ეფექტი "მილანში" - როდესაც საქმეში პროფესიონალი ერთვება

AutoSharing Option
სულ რამდენიმე დღეა, რაც "მილანში" ლეონარდო დაბრუნდა და ტექნიკური დირექტორის პოსტი დაიკავა, თუმცა "როსონერის" ფანების გასახარად, უკვე რამდენიმე კარგი გარიგება შედგა, ზოგსაც კი ელოდებიან.

მართალია, ბრაზილიელმა "როსონერის" გულშემატკივრებს ერთხელ სერიოზულად აწყენინა, როდესაც "ინტერი" ჩაიბარა, მაგრამ ეს უკვე ჩავლილი ამბავია და სამხრეთამერიკელიც კვლავ ლომბარდიელთა სასარგებლოდ ირჯება.

altლეონარდო "მილანში" დაბრუნდა და ტექნიკური დირექტორი გახდა
ფაქტია, "მილანის" ძველმა დუეტმა, რომელსაც მასიმილიანო მირაბელი და მარკო ფასონე შეადგენდნენ, ვერ იმუშავა და კლუბის "ელიოტ ჯგუფის" მფლობელობაში გადასვლის შემდეგ, ისინი საბოლოოდ გაათავისუფლეს.

ლეონარდომ გუნდში დაბრუნებიდან რამდენიმე საათში ლეონარდო ბონუჩის სატრანსფერო საგა საბოლოოდ დაასრულა.

თანაც, ეს ყველაფერი ისე გააკეთა, რომ კაპიტნის წასვლის მიუხედავად, გულშემატკივრები დამწუხრებულები კი არა, გახარებულები დატოვა.

ბონუჩი რომ უმაღლესი დონის მცველია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ის უბრალოდ "იუვენტუსიდან" გამოიქცა და რადგან იტალიიდან აბარგება არ სურდა, "როსონერიში" გადავიდა.

აშკარა იყო, რომ მისი საქმეები "სან სიროზე" კარგად ვერ მიდიოდა. ეს თავადაც იგრძნო და "ბებერ ქალბატონში" დაბრუნება არჩია.



altლეონარდო ბონუჩი: ძნელად წარმოსადგენი იყო, თუ მე "იუვენტუსში" დავბრუნდებოდი
ამ ყველაფრით კი მისმა სეხნიამ ისარგებლა და ისეთი გარიგება გაჩარხა, "მილანის" ფანები რომ ვერც ინატრებდნენ.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ "სან სიროზე" იბურთავებს იტალიის სერია A-ს ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო და შედეგიანი ფორვარდი გონსალო იგუაინი.



altგონსალო იგუაინი: "მილანს" შეუძლია ბევრს მიაღწიოს
ამას გარდა, ლომბარდიელებმა მატეა კალდარაც მიიღეს, ვინც "სკუადრა აძურას" მომავლად ითვლება და მასიმილიანო ალეგრიმ აღნიშნა კიდეც, რომ კალდარას გაშვება არ გვინდოდა, მაგრამ სხვანაირად ბონუჩის ვერ ვიბრუნებდითო.

ახლა ლეონარდოს ნახევარდაცვისთვის აქვს მისახედი და ამ ფრონტზეც აქტიურად მუშაობს.

"მილანის" სახელის გარშემო უკვე ორმა ცნობილმა გვარმა - იულიან დრაქსლერმა და ტიმუე ბაკაიოკომ გაიჟღერა.

უფრო მეტიც, ლონდონის "ჩელსის" ფრანგი ნახევარმცველის ტრანსფერს ბევრი ცნობილი გამოცემა გაჩარხულადაც მიიჩნევს და ის "სან სიროს" იჯარით მიაშურებს.

ლეონარდომ ასევე ახალი გუნდი მოუძებნა ნიკოლა კალინიჩს, რომელიც მადრიდის "ატლეტიკოში" გადადის და ის "როსონერის" ნამდვილად ვერ შეეწყო.



altნიკოლა კალინიჩი მადრიდის "ატლეტიკოში" დღეს ოფიციალურად გადავა
ბოლოს კი გეტყვით, რომ გუშინ იტალიაში შეხვედრა შედგა, სადაც ჯენარო გატუზომ, ლეონარდომ და პაოლო მალდინიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

გეგმა მხოლოდ ერთია - ეს "მილანის" ძველი სახელის და დიდების დაბრუნებაა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებით უნდა დაიწყოს.



alt"მილანის" დირექტორად პაოლო მალდინი დანიშნეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული