ლეონარდო "მილანში" დაბრუნდა და ტექნიკური დირექტორი გახდა

AutoSharing Option
იტალიური პრესის გავრცელებული ინფორმაციით, "მილანის" ახალი ტექნიკური დირექტორი ლეონარდო გახდა. მან აღნიშნულ პოსტზე მასიმილიანო მირაბელი ჩაანაცვლა.

როგორც იცით, გუნდი ახალი ხელმძღვანელობის ხელში გადავიდა, რომელიც კლუბის მართვით სტრუქტურაში ძირეულ ცვლილებებს გეგმავს.

გავრცელებული ცნობით, "როსონერიდან" წავა აღმასრულებეული დირექტორი მარკო ფასონეც.

რაც შეეხება ლეონარდოს, ის "მილანის" ფეხბურთელიც იყო და 2009/10-წლების სეზონში ამ გუნდსაც წვრთნიდა.

ამის შემდეგ ის ლომბარდიელთა მოსისხლე მტერ "ინტერსაც" მოძღვრავდა. ბოლოს ის 2017 წელს "ანტალიასპორის" მწვრთნელი გახლდათ.

altოფიციალურად: "მილანი" ევროპის ლიგაზე დააბრუნეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული