"იუვენტუსმა" გაიმარჯვა, რონალდოს თამაშმა კი აშკარად უკეთესის სურვილი დატოვა. [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში "იუვენტუსში" თავდამსხმელ რონალდოს დებიუტი შედგა, რომელსაც წარმატებულს ვერაფრით ვერ უწოდებ. თუმცა, მისმა გუნდმა ვერონაში "კიევო" 3:2 დაამარცხა. დაამარცხა დიდი გაჭირვებით, 90+3-ე წუთზე ბერნარდესკის გატანილი გოლით.

ანგარიში მე-3 წუთზე კეილინის პასით ჰედირამ გახსნა. "იუვე" შეტევებს აგრძელებდა, მაგრამ 38-ე წუთზე გოლი საკუთარ კარში მიიღო. პოლონელ მეკარე შესნის ბურთი თანამემამულე სტეპინსკიმ შეუგდო.

შესვენების შემდეგ მასპინძლები გატანილი თერთმეტმეტრიანით წინ გაიჭრნენ. სტუმრებმა დიდი ძალებით შეუტიეს და მოწოდების სიმაღლეზე იდგა "კიევოს" 39 წლის მეკარე სორენტინო. მაინც გაათანაბრა ბიანკონერიმ ანგარიში - ბონუჩისთან ბრძოლისას
ბანიმ ბურთს საკუთარი კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

მატჩის დასრულებამდე რამოდენიმე წუთით ადრე რონალდო გოლკიპერთან პირისპირ გაიჭრა და შეეჯახა. მეკარემ გრძნობა დაკარგა და დაეცა, ბურთი კი ცარიელ კარში თავით მანძუკიჩმა შეაგდო. მსაჯმა ჯერ ჩათვალა გოლი, ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ კი გააუქმა. გაირკვა, რომ უხეშობის გარდა პორტუგალიელმა ბურთზე ხელითაც ითამაშა.

სორენტინო საკაცით მოედნიდან გაიყვანეს და მის ნაცვლად კარში ჩამდგარ სეკულინს გოლი ბერნარდესკიმ გაუტანა, რომელსაც ფლანგიდან ალექს სანდრომ უპასა.

მოკლედ, "ბებერმა" ქალბატონმა" გაიმარჯვა, რონალდოს თამაშმა კი აშკარად უკეთესის სურვილი დატოვა.

ვერაფერს იტყვი, სერია A-ს დასაწყისი დამაინტრიგებელია, გაგრძელება საინტერესო იქნება. ძალიან საინტერესო.

altკრიშტიანო რონალდო ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელად "მოინათლა" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
"უკეთესის სურვილი დატოვა" რა უბედურებაა. ქართულში ასეთი გამოთქმა არ არსებობს. რუსულიდან ნუ შემოგაქვთ.
გიორგი
07:06 19-08-2018
2
"უპასა" არა მომპასი, წერეთ ქართულად, ეგეთი სიტყვა არ არსებობს და არც მისი არსებობის საჭიროება
ლევანი
13:34 19-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული