რონალდომ "კიევოს" 39 წლის მეკარე კინაღამ საიქიოს გაისტუმრა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში "იუვენტუსმა" დრამატულ მატჩში სტუმრად 3:2 დამარცხა "კიევო", თამაშის დასასრულს კი ტურინელთა თავდამსხმელ რონალდოსთან შეჯახებისას მძიმე ტრავმა მიიღო მასპინძელთა 39 წლის მეკარემ სტეფანო სორენტინომ.

ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და უგონოდ მყოფი საავამყოფოში გადაიყვანეს. სტეფანოს ცხვირი და თავი აქვს გატეხილი და რამდენიმე დღე კლინიკაში მოუწევს დარჩენა.

მას თავზე მეუღლე ადგას, რომელიც ხუმრობს, ყველას გაგვიხარდა კრიშტიანო რომ სერია A-ში თამაშობს, მაგრამ მე კინაღამ დამაქვრივაო.

სხვათა შორის, სორენტინომ ფეხბურთელის კარიერა "იუვეში" დაიწყო, სადაც 1997-1998 წლების სეზონში სათადარიგო გოლკიპერი იყო.

alt"იუვენტუსმა"

გაიმარჯვა, რონალდოს თამაშმა კი აშკარად უკეთესის სურვილი დატოვა. [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული