მარლონი: "სასუოლოსა" და "ბარსელონას" მსგავსი ფილოსოფია აქვთ

AutoSharing Option
იტალიური "სასუოლოს" ახალწვეულმა, 22 წლის ბრაზილიელმა მცველმა მარლონმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მისი ახლანდელი კლუბი სათამაშო სტილით "ბარსელონას" ჰგავს.

როგორც იცით, სამხრეთამერიკელი სწორედ კატალონიელთა ფეხბურთელი იყო, თუმცა "ბლაუგრანამ" ის "სასუოლოში" 6 მილიონ ევროდ გაასხვისა.

"ბედნიერი ვარ, რომ "სასუოლოში" აღმოვჩნდი. მადლობა ყველას, ვინც მე ნდობა გამომიცხადა.

"სასუოლოს" "ბარსელონას" მსგავსი ფილოსოფია აქვს და აქ, ამის გათვალისწინებით, თამაში უფრო გამიადვილდება.

ყველაფერმა, რაც წვრთნის პერიოდში და "ინტერთან" დაპირისპირებაში ვნახე, ჩემი აღფრთოვანება გამოიწვია.

ბევრმა ბრაზილიელმა მცველმა იტალიაში წარმატებას მიაღწია. იმედი მაქვს, გამონაკლისი
არც მე ვიქნები და ზრდას განვაგრძობ", - აღნიშნა მარლონმა.

შეგახსენებთ, რომ თუ მომავალში "სასუოლომ" მარლონი გაყიდა, "ასულგრანას" ტრანსფერის 50% ეკუთვნის.

ბრაზილიელი მცველი "ბარსელონაში" შარშანწინ გადავიდა, გასულ სეზონში კი "ნიცაში" იყო განათხოვრებული.

alt"ბარსელონამ" მარლონი "სასუოლოს" 6 მილიონად მიყიდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
... და გორის დილა,ეს სამი გუნდი მსოფლიოში ერთმანეთს ყველაზე ძალიან გავს.
ტიმო
14:00 23-08-2018
2

სიახლეები პოპულარული