დადასტურდა - "მილანმა" ახალ კაპიტნად 23 წლის მცველი წარადგინა

AutoSharing Option
"მილანმა" დაადასტურა, რომ კლუბის ახალი კაპიტანი 23 წლის მცველი ალესიო რომანიოლი იქნება.

როგორც "როსონერის" განცხადებაშია ნათქვამი, რომანიოლის გულშემატკივრები და თანაგუნდელები დიდ პატივს სცემენ. ეს გადაწყვეტილებაც სწორედ ამიტომ იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ ლომბარდიელთა კაპიტანი გასულ სეზონში ლეონარდო ბონუჩი იყო, რომელიც ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნდა.

რომანიოლიმ "მილანის" რიგებში 3 წელში 111 თამაში ჩაატარა. "როსონერი" ხვალ, 25 აგვისტოს, სერია A-ს მე-2 ტურში სტუმრად "ნაპოლის" დაუპირისპირდება.

altLa Gazzetta Dello Sport: ჯენარო გატუზომ "მილანის" ახალი კაპიტანი შეარჩია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული