როგორც "როსონერის" განცხადებაშია ნათქვამი, რომანიოლის გულშემატკივრები და თანაგუნდელები დიდ პატივს სცემენ. ეს გადაწყვეტილებაც სწორედ ამიტომ იქნა მიღებული.
შეგახსენებთ, რომ ლომბარდიელთა კაპიტანი გასულ სეზონში ლეონარდო ბონუჩი იყო, რომელიც ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნდა.
რომანიოლიმ "მილანის" რიგებში 3 წელში 111 თამაში ჩაატარა. "როსონერი" ხვალ, 25 აგვისტოს, სერია A-ს მე-2 ტურში სტუმრად "ნაპოლის" დაუპირისპირდება.
La Gazzetta Dello Sport: ჯენარო გატუზომ "მილანის" ახალი კაპიტანი შეარჩია