ვისი იდეა იყო კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერი ტურინის "იუვენტუსში"?

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა მოჰყვა, თუ ვისი იდეა იყო კრიშტიანო რონალდოს ყიდვა.

"ყველაფერი ჩვენი სპორტული დირექტორის, ფაბიო პარატიჩის თავში დაიწყო. ერთხელაც სახლში ვიყავით. მან მე და პრეზიდენტ ანდრეა ანიელის ეს ვარიანტი შემოგვთავაზა. ჩვენ იდეა მოგვეწონა და ვიცოდით, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელიც აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა.

როცა "კლაუსულას" (პუნქტი კონტრაქტში, რომლის მიხედვით, კონკრეტული თანხის გადახდის შემთხვევაში კლუბი ფეხბურთელის წასვლას ვერ შეეწინააღმდეგება) შესახებ გავიგეთ. მივხვდით, რომ ეს ჩვენი შანსი იყო რონალდოს დამატების. ეს ძალიან გვჭირდებოდა, რომ ჩემპიონატში ზედიზედ 7 მოგების შემდეგ
წინ წავსულიყავით. ახლა ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა", - ციტირებს პაველ ნედვედს Daily Star-ი.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსმა" კრიშტიანო რონალდოს სანაცვლოდ მადრიდის "რეალს" 112 მლნ ევრო გადაუხადა, ხოლო ხელფასის სახით წელიწადში 31 მლნ ევროს მიიღებს.

altკრიშტიანო რონალდო თანაგუნდელზე 11-ჯერ უფრო მეტ ხელფასს იღებს

altუბერებელი რონალდო - კრიშტიანოს ფიზიკური მდგომარეობა 20 წლის ფეხბურთელის მსგავსია

altრა რეკორდების დამხობა შეუძლია კრიშტიანო რონალდოს ტურინის "იუვენტუსში"?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული