დუგლას კოსტამ შეფურთხებისთვის ბოდიში მოიხადა, ალეგრიმ კი გაკიცხა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-4 ტურში "საუოლოსთან" შეხვედრის 61-ე წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს "იუვენტუსის" ნახევარმცველი დუგლას კოსტა.

მან მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ფედერიკო დი ფრანჩესკოს შეაფურთხა, რაც მსაჯმა დანიელე კიფიმ ვიდეოგამეორების ნახვისას დააფიქსირა.

საზიზღრად მოვიქეცი, ჩემს საქციელს გამართლება არა აქვს, ყველას ბოდიშს ვუხდიო, განაცხადა ნამატჩევს დუგლას კოსტამ.

"იუვეს" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ თქვა, რომ დუგლას კოსტა უწესოდ მოიქცა და აუცილებლად მკაცრად დასჯიან.

როგორც იუწყებიან, მას სავარაუდოდ 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან.

altკრიშტიანო რონალდომ "იუვენტუსის" რიგებში დუბლი შეასრულა

მკითხველის კომენტარები / 2 /
პირველ რიგში ვისაც მიაყენე შეურაცყოფავის მისთვის უნდა მოგებოდიებია და არა მხოლოდ ზოგადად ყველას.
0


61 თუ 91??? თან გადაგეხედა 91 ყვითელი მიიღო, 94 ზე კი წითელი.
bondo
09:14 17-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული