სერია A. V ტური: "ინტერმა" "სამპდორია" და ვიდეორეფერი ერთად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მორიგი ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი შედგა გენუაში. თამაში მართლაც რომ ისტორიული გამოვიდა. არბიტრმა მარკო გუიდამ 3(!) გოლი გააუქმა. ასეთი რამ ძალზე იშვიათია.

ამ სამიდან 2 გოლი "ინტერისა" იყო, რომელმაც მეორე ტაიმში აშკარად აჯობა საშინაო ასპარეზზე შესანიშნავად მოთამაშე "სამპდორიას". "ინტერმა" მაშინ მოიგო, როცა მატჩის დასრულებას აღარაფერი აკლდა. მარსელო ბროზოვიჩმა გადმოვარდნილ ბურთს დაჰკრა და 3-ქულიანი გამოუვიდა.

საბოლოო ჯამში, "ინტერის" გამარჯვება დამსახურებულია. ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილი გუნდი თანდათან შედის ფორმაში. შეგახსენებთ, რომ "ნერაძურიმ" ჩემპიონთა ლიგაზე "ტოტენჰემსაც" მოუგო (2:1) და იქაც ბოლო წამზე
შეაგდო გამარჯვების გოლი.


ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა "ნაპოლიმ". კარლო ანჩელოტის გუნდმა ტურინში დასცა "ტორინო".

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახლდათ ლორენცო ინსინიე, ვინც დუბლი მიითვალა და სხვა შემთხვევებშიც თვალისმომჭრელად ითამაშა. ამ შეხვედრაში ანჩელოტიმ როტაციას მიმართა. სამარქაფოებმა შესანიშნავად ითამაშეს, მაგალითად - სიმონე ვერდიმ.

რაც მთავარია, თუ "სამპდორიასთან" მატჩს (0:3) არ ჩავთვლით, ანჩელოტის გუნდი ძალიან დამაჯერებელია დაცვაში. ტურინელებს ბევრი საგოლე მომენტი არ ჰქონიათ. ერთადერთი გოლი ანდრეა ბელოტიმ 11-მეტრიანით შეაგდო. ჩირო იმობილეს დუბლს თითო გოლი შეაშველეს ფელიპე კაისედომ და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა.

"ლაციომ" დიდი ანგარიშით მოუგო "ჯენოას", რაც იმის ნიშანია, რომ სუსტი სტარტის შემდეგ სიმონე ინძაგის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა საკუთარი თამაში და ქულების დაგროვება დაიწყო. ეს არცაა გასაკვირი, რადგან რომაელებს სულაც არ ჰყავთ კონკურენტებზე (რა თქმა უნდა, აქ "იუვენტუსი" არ იგულისხმება) ნაკლები შემადგენლობა.

"მილანი" ბოლო წამამდე იგებდა "ატალანტასთან", მაგრამ ჯენარო გატუზოს გუნდმა სანუკვარი 3 ქულა ხელიდან გაუშვა. არადა, "როსონერისთვის" ყველაფერი იდეალურად დაიწყო. ანგარიში გონსალო იგუაინმა გახსნა, მეორე ტაიმში პაპუ გომესმა გაათანაბრა, თუმცა სუსოს შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ჯეკ ბონავენტურამ ისევ წინ გაიყვანა "მილანი". დრამა გათამაშდა პირველ დამატებულ წუთზე, როცა ემილიანო რიგონიმ ქულა გადაურჩინა ბერგამოელებს. არგენტინელი "ატალანტას" "ზენიტიდან" შეუერთდა...


მატიელოსა და სანტანდერის გოლებით "ბოლონიამ" 2:0 მოუგო კრიზისში მყოფ "რომას". უკვე ღიად ლაპარაკობენ ეუსებიო დი ფრანჩესკოს წასვლაზე, თუმცა ამაზე ჯერ თავად არაფერი უთქვამს:

"74 პროცენტი გვქონდა ბურთის ფლობა და მაინც წავაგეთ. ეს რაღაც აუხსნელია. რატომღაც, ფეხბურთელებში პესიმიზმი ჭარბობს. შეტევაში არ ვიყავით მიზანმიმართულები, დაცვაში კი ძალიან სუსტად ვითამაშეთ", - თქვა ნამატჩევს დი ფრანჩესკომ.


"იუვენტუსმა" ბოლოსღა გატეხა "ფროზინონეს" წინააღმდეგობა. კრიშტიანო რონალდოს გოლი თამაშგარეს ჰგავდა, თუმცა მაინც ჩაითვალა. "ბებერი ქალბატონი" ერთადერთია მიმდინარე სერია A-ში, ჯერ ქულა რომ არ დაუკარგავს, "ფროზინონეს" კი გატანილი გოლების გრაფაში კვლავ "ნული" დარჩა.


სერია A. V ტური
სასუოლო-ემპოლი 3:1
გოლები: 0:1 კაპუტო (1), 1:1 ბოატენგი (13), 2:1 ფერარი (57), 3:1 დი ფრანჩესკო (85)
გაძევება: ზაიცი (71. ემპოლი)

პარმა-კალიარი 2:0
გოლები: 1:0 ინგლეზე (20), 2:0 ჟერვინიო (47)

ფიორენტინა-სპალ 3:0
გოლები: 1:0 პიაცა (18), 2:0 მილენკოვიჩი (28), 3:0 კიეზა (56)

სამპდორია-ინტერი 0:1
გოლი: 0:1 ბროზოვიჩი (90+4)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ"ამბროზიო, შკრინიარი, მირანდა, ასამოა - ვესინო, ბროზოვიჩი - კანდრევა (69. კეიტა), ნაინგოლანი (82. ბორხა ვალერო), პოლიტანო (60. პერიშიჩი) - იკარდი.

ტორინო-ნაპოლი 1:3
გოლები: 0:1 ინსინიე (4), 0:2 ვერდი (20), 1:2 ბელოტი (51-პენ), 1:3 ინსინიე (59)
ნაპოლი (4-2-3-1): ოსპინა - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, ლუპერტო (74. მაქსიმოვიჩი) - როგი (61. ალანი), ჰამშიკი - კალიეხონი, ინსინიე, ვერდი (54. ზელინსკი) - მერტენსი.

ბოლონია-რომა 2:0
გოლები: 1:0 მატიელო (36), 2:0 სანტანდერი (59)
რომა (4-3-3): ოლსენი - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო (64. კოლაროვი), მარკანო - პელეგრინი, დე როსი, კრისტანტე (54. პასტორე) - კლუივერტი (59. იუნდერი), პეროტი, ჯეკო.

კიევო-უდინეზე 0:2
გოლები: 0:1 დე პაული (76), 0:2 ლასანია (90)

ლაციო-ჯენოა 4:1
გოლები: 1:0 კაისედო (7), 2:0 იმობილე (23), 2:1 პიატეკი (46), 3:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (53), 4:1 იმობილე (89)
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - უოლასი, აჩერბი, კასერესი - მარუშიჩი (86. პატრიკი), პაროლო, ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი (72. ბადელი), ლულიჩი - კაისედო (61. კორეა), იმობილე.

მილანი-ატალანტა 2:2
გოლები: 1:0 იგუაინი (2), 1:1 გომესი (54), 2:1 ბონავენტურა (61), 2:2 რიგონი (90+2)
მილანი (4-3-3): ჯ. დონარუმა - კალაბრია (67. აბატე), მუსაკიო, რომანიოლი, როდრიგესი - კესი, ბილია, ბონავენტურა (75. ბაკაიოკო) - სუსო, ჩალჰანოღლუ (85. კასტილიეხო), იგუაინი.

ფროზინონე-იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 რონალდო (81), 0:2 ბერნარდესკი (90+4)
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კუადრადო (69. კანსელო), რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო - ემრე ჯანი, პიანიჩი, ბენტანკური (56. ბერნარდესკი) - დიბალა, რონალდო, მანჯუკიჩი (85. მატუიდი).

ბომბარდირები: 5 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 4 - გრეგუარ დეფრელი (სამპდორია), როდრიგო დე პაული (უდინეზე), ლორენსო ინსინიე (ნაპოლი).

მომდევნო ტური
25 სექტემბერი: ინტერი-ფიორენტინა
26 სექტემბერი: უდინეზე-ლაციო, რომა-ფროზინონე, ატალანტა-ტორინო, კალიარი-სამპდორია, ჯენოა-კიევო, იუვენტუსი-ბოლონია, ნაპოლი-პარმა
27 სექტემბერი: სპალ-სასუოლო, ემპოლი-მილანი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული