მაურო იკარდის ცოლი: მას სურს, ახალი ძანეტი გახდეს

AutoSharing Option
არგენტინელი თავდამსხმელის, მაურო იკარდის აგენტის და მეუღლის, ვანდა ნარას თქმით, მისი მეუღლე სერიოზულად არასდროს განიხილავდა მადრიდის "რეალის" და "იუვენტუსის" წინადადებებს და მთლიანად "ინტერზეა" კონცენტრირებული.

მისი თქმით, იკარდის მიზანია ხავიერ ძანეტის კვალს გაჰყვეს და კლუბის ლეგენდად იქცეს.

"მისი არჩევანი "ინტერში" დარჩენაა და გულშემატკივარი ამას სათანადოდ აფასებს. ხავიერ ძანეტის და ფრანჩესკო ტოტის მაგალითები მისთვის მნიშვნელოვანია და აპირებს, ამ გზას გაჰყვეს. მისით "იუვენტუსი" და "რეალი" იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა მაუროს ეს შემოთავაზებები სერიოზულად არც განუხილავს", - განაცხადა ვანდა ნარამ.

2013 წლიდან დღემდე მაურო იკარდიმ
"ინტერის" მაისურით ყველა ტურნირზე 188 მატჩი ჩაატარა და 109 გოლის გატანა მოახერხა.

altმაურო იკარდი: "ინტერს" გამარჯვება ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია

altმაურო იკარდი: არგენტინის ნაკრების თამაშს ტელევიზორში ვუყურებდი და ვიტანჯებოდი

მკითხველის კომენტარები / 1 /
იკარდი გაიბრწყინებს!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული