სილვიო ბერლუსკონიმ იტალიური კლუბი შეიძინა

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილმა მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ კლუბი შეიძინა.

Football Italia-ს ინფორმაციით, ბერლუსკონიმ "მონცა" შეიძინა, რომელიც სერია C-ში ასპარეზობს.

შეიძლება ითქვას, ბერლუსკონიმ საკუთარ თავს დაბადების დღეზე მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა. 29 სექტემბერს იტალიელი 82 წლის გახდება.

იტალიური მედიის ინფორმაციით, "მონცას" ხელმძღვანელობაში "მილანის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანიც იქნება წარდგენილი.

შეგახსენებთ, რომ ბერლუსკონიმ 2017 წელს "მილანი" ჩინელ ინვესტორებს მიჰყიდა, ხოლო შემდეგ კლუბი "ელიოტ მენეჯმენტის" მმართველობაში გადავიდა.

altკევინ-პრინს ბოატენგი: სილვიო ბერლუსკონიმ კაცად მაქცია

altსილვიო ბერლუსკონი: "მილანის" თამაშებს აღარ ვუყურებ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული