კარლო ანჩელოტი: "ოქროს ბურთს" მუდამ რონალდო უნდა იღებდეს

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "იუვენტუსთან" მომავალ მატჩზე და თავდამსხმელ რონალდოზე ილაპარაკა.

"იმის გათვალისწინების გარეშეც, თუ რამდენი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, მე რონალდოსი მადლობელი ვარ.

მიხარია, რომ ახლა იტალიაში თამაშობს, ის ნებისმიერი გუნდისთვის სასარგებლო იქნება. ვთვლი, რომ "ოქროს ბურთს" მუდამ რონალდო უნდა იღებდეს.

რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, მძიმე თამაში გველის. მასიმილიანო ალეგრი შესანიშნავი და გამოცდილი მწვრთნელია. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ეს იქნება "იუვენტუსისა" და "ნაპოლის" და არა რონალდოსა და ინსინიეს დაპირისპირება. უკეთესი გუნდი გაიმარჯვებს".

altმასიმილიანო ალეგრი შაბათის დიდი მატჩის შესახებ:

"ნაპოლისთან" მძიმე თამაში გველის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული