დე ბური: "ინტერის" ლიდერი ჰანდანოვიჩია და არა იკარდი, ის კაპიტანი არ უნდა იყოს

AutoSharing Option
"ინტერის" ყოფილმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი მაურო იკარდი გუნდის კაპიტანი არ უნდა იყოს.

"როდესაც გუნდი ჩავიბარე, იკარდი კაპიტანი იყო და გადავწყვიტე, არაფერი არ შემეცვალა.

მინდა გითხრათ, რომ მაუროსთან პრობლემა არასოდეს არ მქონია. ის ძალიან მიყვარს როგორც ფეხბურთელი. სერია A-ს 187 მატჩში 109 გოლი გაიტანა, რითაც თავისი კლასი დაამტკიცა.

მიუხედავად ამისა, ნამდვილ ლიდერად სამირ ჰანდანოვიჩს ვთვლი", - განუცხადა ჰოლანდიელმა Algemeen Dagblad-ს.

დე ბური ნერიაძურის სათავეში 2016 წელს ედგა და მხოლოდ 14 მატჩში უხელმძღვანელა.

altდე ბური, ალტინტოპი ... -

ევროთასების საუკეთესო ტყუპები

altფრანკ დე ბური ინგლისში ქალიშვილთან დარჩა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული