გონსალო იგუაინი: რონალდოს მოსვლის შემდეგ "იუვენტუსიდან" მომიშორეს

AutoSharing Option
გონსალო იგუაინი თავს გუნდიდან გამოგდებულად გრძნობს და ამბობს, რომ კლუბიდან წასვლა არ სურდა.

არგენტინელის თქმით, რონალდოს მოსვლის შემდეგ ის იძულებული გახდა, "იუვენტუსი" დაეტოვებინა.

"კარგად მექცეოდნენ, თანაგუნდელებისგანაც და გულშემატკივრებისგანაც დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი. გუნდიდან წასვლა არ მითხოვია. მათ უბრალოდ მომიშორეს. "მილანში" კი დიდი სიყვარულით დამხვდნენ. "იუვესთვის" ყველაფერი გავაკეთე. როცა კრიშტიანო მოვიდა, მითხრეს, რომ კლუბში ვეღარ დავრჩებოდი და გამოსავლის პოვნაში დამეხმარებოდნენ, "მილანი" კი საუკეთესო გამოსავალი იყო", - განაცხადა არგენტინელმა ფორვარდმა.

გონსალო იგუაინი "მილანში" გასულ ზაფხულს "იუვენტუსიდან" იჯარით მას შემდეგ გადაბარგდა, რაც "ბებერმა ქალბატონმა"
კრიშტიანო რონალდო შეიძინა.

altგონსალო იგუაინი: "მილანს" შეუძლია ბევრს მიაღწიოს

altვაქცინა რონალდოს წინააღმდეგ - "მილანის" ფანები იგუაინის ტრანსფერმა გაახარა და ჩემპიონობაზე აალაპარაკა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული