იკარდი - "მილანის" დამარცხებაზე: 93-ე წუთზე გატანილი გოლი გამარჯვებას უფრო ალამაზებს

AutoSharing Option
სერია A-ს მე-9 ტურში "მილანის" დამარცხებაზე კომენტარი "ინტერის" თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ გააკეთა, რომელმაც გოლი კომპენსირებულ დროში გაიტანა.

"მთელი კვირა ვამბობდით, რომ უნდა მოგვეგო. მომენტები გვქონდა, ბურთი ძელს გავარტყით, გოლი გაგვიუქმეს. მოკლედ, კარგი თამაშით გამარჯვება დავიმსახურეთ. 93-ე წუთზე გატანილი გოლი გამარჯვებას უფრო ალამაზებს.

ასევე გვმართებს გაგრძელება. სისტემატურად მოგება უნდა ვისწავლოთ და ეს წესად უნდა გვექცეს. სტაბილურობა ჩვენზეა დამოკიდებული. სეზონის ბოლოს ვნახავთ, რა შედეგს მივაღწევთ.
"ბარსელონა"? ჩვენ ვიცით ჩვენი პოტენციალი და ნებისმიერ მეტოქეს შეგვიძლია შევებრძოლოთ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული