მისი თქმით, ახალგაზრდა ხალხი კომპიუტერული თამაშებისკენ არის მიდრეკილი და რამდენიმე წელიწადში ფეხბურთი აღარავის დააინტერესებს.
"ჩვენ ფეხბურთს ვანადგურებთ. ფაქტობრივად, ვიძირებით. რვა წელიწადში ბავშვებს ეს სპორტი აღარ დააინტერესებთ. ფეხბურთი მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა. ყველაფერი ჩვენი ბრალია, ბებერი იდიოტები ვართ. თამაშებიც მოსაწყენია. ისე დიდხანს გრძელდება, რომ გეძინება. სჯობს, 30-წუთიანი ტაიმები ვითამაშოთ, 2-3-წუთიანი შესვენებებით. ყველაფერი უნდა შევცვალოთ. ევროპის საუკეთესო ხუთი ლიგის ოთხ-ოთხი გუნდით ახალი ტურნირი უნდა შევქმნათ. ეს ათ
"ნაპოლის" პრეზიდენტი გამოირჩევა ხმამაღალი განცხადებებით. მისი გუნდი დღეს, 24 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს დაუპირისპირდება.
დე ლაურენტისი: ანჩელოტი ფეხბურთში შემთხვევით მოხვედრილი კეთილი ადამიანია
"რომას" პრეზიდენტი - დე ლაურენტისზე: ეგ ნეაპოლში რას ეწევა?
ნაპოლის ტიფოზებს არ უნდათ საერთო ჰქონდეთ იდიოტ პრეზიდენტ დე ლაურენტისთან.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით