"ნაპოლის" პრეზიდენტი: ბებერი იდიოტები ვართ, სჯობს, 30-წუთიანი ტაიმები ვითამაშოთ

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მიიჩნევს, რომ ფეხბურთი უსახური გახდა და FIFA-ს და UEFA-ს რადიკალური ცვლილებებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ახალგაზრდა ხალხი კომპიუტერული თამაშებისკენ არის მიდრეკილი და რამდენიმე წელიწადში ფეხბურთი აღარავის დააინტერესებს.

"ჩვენ ფეხბურთს ვანადგურებთ. ფაქტობრივად, ვიძირებით. რვა წელიწადში ბავშვებს ეს სპორტი აღარ დააინტერესებთ. ფეხბურთი მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა. ყველაფერი ჩვენი ბრალია, ბებერი იდიოტები ვართ. თამაშებიც მოსაწყენია. ისე დიდხანს გრძელდება, რომ გეძინება. სჯობს, 30-წუთიანი ტაიმები ვითამაშოთ, 2-3-წუთიანი შესვენებებით. ყველაფერი უნდა შევცვალოთ. ევროპის საუკეთესო ხუთი ლიგის ოთხ-ოთხი გუნდით ახალი ტურნირი უნდა შევქმნათ. ეს ათ
მილიარდ დოლარს მოგვიტანს" - განაცხადა დე ლაურენტისმა

"ნაპოლის" პრეზიდენტი გამოირჩევა ხმამაღალი განცხადებებით. მისი გუნდი დღეს, 24 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს დაუპირისპირდება.

altდე ლაურენტისი: ანჩელოტი ფეხბურთში შემთხვევით მოხვედრილი კეთილი ადამიანია

alt"რომას" პრეზიდენტი - დე ლაურენტისზე: ეგ ნეაპოლში რას ეწევა?

altნაპოლის ტიფოზებს არ უნდათ საერთო ჰქონდეთ იდიოტ პრეზიდენტ დე ლაურენტისთან.



მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული