"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, არაა გამორიცხული, "მილანის" მწვრთნელი ჯენარო გატუზო გადააყენონ და მის ნაცვლად რობერტო დონადონი დანიშნონ.
სერია A -ში 8 ტურის შემდეგ როსონერი 12 ქულით მე-12 ადგილზეა და კლუბის ხელმძღვანელობა მწვრთნელს, გატუზოს მოხსნას უპირებს.
გამოცემის მტკიცებით, უახლოესი მატჩები "ბეტისთან" და "სამპდორიასთან" გატუზოსთვის გადამწყვეტი იქნება.
55 წლის დონადონი 2006-2008 წლებში იტალიის ნაკრებში მუშაობდა, გასული სეზონის დასრულებისთანავე კი "ბოლონია" დატოვა.