"იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ თავისი პოსტი დატოვა. ამის შესახებ ბიანკონერის პრესსამსახური იუწყება.
ტურინელებმა 61 წლის მაროტასთან ხელშეკრულება გაწყვიტეს და კომპენსაციის სახით 723 ათასი ევროს გადახდა მოუწევთ. მის პოსტს ფაბიო პარატიჩი დაიკავებს.
სავარაუდოდ მაროტა მალე "ინტერის" სპორტული დირექტორი გახდება.
მან "იუვეში" 8 წელიწადი იმუშავა და ამ პერიოდში გუნდმა 14 შიდა ტურნირი მოიგო და ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.