კარლო ანჩელოტი უკმაყოფილოა: გაბრაზებული ვარ!

AutoSharing Option
გუშინ იტალიის სერია A-ს მე-11 ტურის მატჩი გაიმართა, სადაც „ნაპოლიმ“ ქართველი ფორვარდის ლევან მჭედლიძის „ემპოლი“ არ დაინდო და 5:1 დაამარცხა.

ალბათ ასეთი შედეგის შემდეგ ნეაპოლელები კმაყოფილები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა გუნდის დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ თავისი შეგირდების მიმართ კრიტიკა არ დაიშურა.

„თქვენ ფიქრობთ რომ მე ბედნიერი ვარ? მე უფრო გაბრაზებული ვარ, შედეგი არ ასახავს ხარისხს. ჩვენ დიდებული თამაში არ ჩაგვიტარებია, უნდა ითქვას რომ რეალურად, „ემპოლიმ“ უკეთესი ფეხბურთი აჩვენა ვიდრე ჩვენ." 

alt"ნაპოლიმ" "ემპოლი" გაანადგურა - ტრავმირებული მჭედლიძე განაცხადში არ იყო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული