იტალიის ჩემპიონატის მე-11 ტურში "იუვენტუსმა" საკუთარ მოედანზე უპრობლემოდ დაამარცხა "კალიარი" 3:1.
"იუვემ" 31 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევრებს "ინტერს" და "ნაპოლის" 6 ქულით უსწრებს.
მატჩის დაწყების წინ კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ თავდამსხმელ რონალდოს მაისურა გადასცა, რომელზეც 400 აწერია - ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატზე 400 გოლი გაიტანა. ამ შეხვედრაში კრიშტიანოს მეტოქის კარი არ დაულაშქრავს, მაგრამ საგოლე გადაცემა გააკეთა.
ტურინი. "ალიანს სტადიუმი"
იუვენტუსი - კალიარი 3:1
გოლები: 1:0 დიბალა (1), 1:1 პედრო (36), 2:1 ბრადარიჩი (38, საკ. კარში), 3:1 კუადრადო (87)
იუვენტუსი: შესნი, კანსელუ, ბონუჩი, ბენატია, დე შილიო, ბეტანკური, პიანიჩი (ალეკს სანდრო 71), მატიუიდი (ბარძალი 83), დიბალა, რონალდო, კოსტა (კუადრადო 46)
კალიარი: კრანო, სრნა, ჩიპიტელი, პისკანე, პადონი (საუ 80), იონიცე (ფარაგო 67), ბრადარიჩი (ჩიგარინი 57), ბარელა, კასტრო, პედრო, პავოლეტი