სერია A -ს მე-11 ტურში "მილანმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "უდინეზე".
ისევე როგორც გასულ ტურში "ჯენოასთან", ამჯერადაც გამარჯვების გოლი მცველმა ალესიო რომანიოლიმ გაიტანა და ამჯერადაც ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ - 90+7-ე წუთზე.
აღსანიშნავია, რომ მსაჯმა თავიდან გოლი არ ჩათვალა, რამაც "მილანის" მწვრთნელი ჯენარო გატუზო წყობილებიდან გამოიყვანა და არბიტრმა გააძევა, ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ კი უდინელთა კარის აღება დააფიქსირა.
"მილანმა" ყველა წინა 16 შეხვედრაში გოლი გაუშვა, ამჯერად კი კარი მშრალად სეინახა.
"მილანმა" 21 ქულა დააგროვა, მე-4 ადგილზეა და 11 ნოემბერს "იუვენტუსს" მასპინძლობს, იქამდე კი 9 ნოემბერს ევროპა ლიგაზე სევილიაში "ბეტისს" ხვდება.
"იუვედან" როსონერიში განათხოვრებულმა თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა 35-ე წუთზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელთან შეჯახებისას ზურგის ტრავმა მიიღო, შეცვალეს და შესაძლოა მომავალ შეხვედრებში მონაწილეობა ვერ მიიღოს.