"ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ეს ჭორია. სადმე კონტრაქტისთვის ხელი რომ მომეწერა, აუცილებლად გეტყოდით, მაგრამ ახლა ასე არ არის. ჭორებზე საუბარი არ შემიძლია. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რასაც სინამდვილეში ვაკეთებ. ამ მომენტისათვის, მხოლოდ ჩემს ამჟამინდელ სამსახურზე, beIN Sports-ზე (სპორტული არხების ქსელი) ვარ ფოკუსირებული და ეს მარტივი საქმე არ არის. 2019 წლის დასაწყისში დავბრუნდები, ახლა კი ვისვენებ და ფეხბურთს ვუყურებ", - განაცხადა
ფრანგი სპეციალისტი "არსენალს" 22 წლის განმავლობაში წვრთნიდა, ლონდონური კლუბი გასული სეზონის შემდეგ დატოვა და ის პსჟ-ის ყოფილმა დამრიგებელმა უნაი ემერიმ შეცვალა.
France Football: მალე გატუზოს ნაცვლად "მილანის" მწვრთნელი ვენგერი გახდება