სერია A. XIII ტურის წინ: "მილანს" რომში არდადეგები ვერ ექნება

AutoSharing Option
ჯენარო გატუზოს გაწვრთნილი "მილანი" რომში მიდის, სადაც იოლი გამოცდა არ ექნება.

"ლაციოსთან" თამაში რთულია და განსაკუთრებით მაშინ, როცა რომაელები მასპინძლის ამპლუაში არიან. ახლა ეს სწორედ ასეა. გატუზოს კი კრიტიკოსები მოუმრავლდა, რაკი გუნდს მისაღები არც შედეგი აქვს და არც თამაშის ხარისხი უვარგა. "იუვენტუსთან" შეხვედრისას ჩადენილი "ცოდვების" გამო გონსალო იგუაინი დისკვალიფიცირებულია.

სერია A-ს ლიდერი და უდავო ფავორიტი "იუვენტუსი" საშინაო შეხვედრაში იოლად უნდა გაუსწორდეს სპალ-ს. ემრე ჯანის არყოფნას ტურინელები უკვე მიეჩვივნენ. რაც შეეხება დანარჩენ ფეხბურთელებს, ისინი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან.

"რომა" ეწვევა მწვრთნელშეცვლილ
"უდინეზეს", რომელსაც უგებს ყველგან, სადაც კი დაიჭერს. რომაელთა სამწვრთნელო შტაბს განსაკუთრებით აღელვებს ვეტერან დანიელე დე როსის ამბავი. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, შეძლებს თუ არა მინდორზე გასვლას რომაელთა აღიარებული ლიდერი და კაპიტანი.

"ინტერი" "ფროზინონესთან" შეხვედრაში შეეცდება "ატალანტასგან" ნაწვნევი მტკივნეული (1:4) მარცხის დავიწყებას. ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილი გუნდი არასტაბილური კია, მაგრამ მეტოქე სუსტი ჰყავს და ოპტიმალური შემადგენლობითაც ითამაშებს.

"ნაპოლიმ" სუსტ "კიევოს" იოლად უნდა მოუგოს. ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ ამ ტურში გენუის დერბია. ძალიან ხშირად ეს შეხვედრები დაძაბული, დრამატული და უხეში გამოდის ხოლმე. თუმცა ეს ხომ ზოგადად დერბების მთავარი მახასიათებელია...

ფაქტები
  • "რომამ" ზედიზედ 10 მატჩი მოუგო "უდინეზეს".
  • "იუვენტუსმა" ბოლო მატჩში სპალ-ის დამარცხება ვერ შეძლო.
  • "სასუოლო" უკანასკნელ ორ შეხვედრაში აღმოჩნდა "პარმაზე" ძლიერი.
  • "ემპოლიმ" იტალიის ჩემპიონატის ბოლო 4 შეხვედრაში გაუშვა და გაიტანა.
  • "ნაპოლიმ" ბოლო 2 შეხვედრაში დაჯაბნა "კიევო".
  • იტალიის ჩემპიონატის ბოლო 3 მატჩში "ლაციომ" "მილანს" გაუტანა და გაუშვა კიდეც.
  • 2016 წლის შემდეგ "ჯენოას" სამპდორიასთვის" არ მოუგია.

სერია A. XIII ტური
შაბათი, 24 ნოემბერი
უდინეზე-რომა 18:00
იუვენტუსი-სპალ 21:00
ინტერი-ფროზინონე 23:30

კვირა, 25 ნოემბერი
პარმა-სასუოლო 15:30
ბოლონია-ფიორენტინა 18:00
ემპოლი-ატალანტა 18:00
ნაპოლი-კიევო 18:00
ლაციო-მილანი 21:00
ჯენოა-სამპდორია 23:30

ორშაბათი, 26 ნოემბერი
კალიარი-ტორინო 23:30

ბომბარდირები: 9 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 8 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), ჩირო იმობილე (ლაციო); 7 - ლორენსო ინსინიე (ნაპოლი), დრის მერტენსი (ნაპოლი), მაურო იკარდი (ინტერი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული