ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ასტორის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე გულისცემის პრობლემები აღენიშნებოდა. როგორც იტალიური La Nazione იუწყება, ფეხბურთელმა 2016 წლის და 2017 წლის ივლისის თვეში ელექტროდიაგრამა ჩაიტარა, რამაც აჩვენა, რომ მისი გული ისე არ მუშაობდა, როგორც მისი დატვირთვის მქონე ადამიანის გულს უნდა ემუშავა.
გამოძიება ფლორენციისა და კალიარის ჰოსპიტლების ორი ექიმის წინააღმდეგ დაიწყო, რომლებსაც ფეხბურთელის ფიტნეს-აქტივობის კონტროლი ევალებოდათ, ერთს ასტორის "კალიარიში" თამაშისას, მეორეს კი მას შემდეგ, რაც იტალიელი
დავიდე ასტორი 2018 წლის 4 მარტს, 31 წლის ასაკში ქალაქ უდინეს სასტუმროს ნომერში გარდაიცვალა.
ექსპერტიზის დასკვნა: ასტორი გადარჩებოდა, ვინმე მის ოთახში რომ ყოფილიყო