ექსპერტიზის დასკვნა: ასტორი გადარჩებოდა, ვინმე მის ოთახში რომ ყოფილიყო

AutoSharing Option
Corriere della Sera ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ფიორენტინას" ყოფილი მცველი დავიდე ასტორი გადარჩებოდა, ვინმე მის ოთახში რომ ყოფილიყო.

გამოცემა ორი ექსპერტის, კარლო მორესკისა და გაეტანო ტიენეს დასკვნას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ასტორი, სავარაუდოდ, ტაქიკარდიული არითმიის შედეგად დაიღუპა.

ამ ყველაფერს კი, ოთახში ვინმე რომ ყოფილიყო, აუცილებლად შეამჩნევდა.

შეგახსენებთ, რომ დავიდე ასტორი ქალაქ უდინეს სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. "კალიარიმ" (სადაც ფეხბურთელი ასევე ასპარეზობდა) და "ფიორენტინამ" მისი სათამაშო ნომერი (13) ხმარებიდან ამოიღეს.

ასევე, "იების" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ასტორის მთლიან ხელფასს მისი ოჯახი მიიღებს.

alt"ფიორენტინას" მწვრთნელმა დავიდე

ასტორის სახელი ამოისვირინგა

altწუთიერი დუმილის დროს ჯანლუიჯი ბუფონმა ცრემლები ვერ შეიკავა

altბადელის სიტყვა ასტორის დაკრძალვაზე: შენ ყველა ჩვენგანისთვის სინათლე ხარ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული