"იუვენტუსმა" პოლ პოგბასთვის 80 მილიონი გაამზადა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" იანვარში მისი ყოფილი ფეხბურთელის, პოლ პოგბას დაბრუნებას შეეცდება, - იტყობინება იტალიური Tuttosport-ი.

ახალი არავისთვისაა, რომ ფრანგ ნახევარმცველს "მანჩესტერ იუნაიტედის " დამრიგებელ ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტი აქვს და პოლ პოგბას გასულ ზაფხულში "ბარსელონასაც" უკავშირებდნენ.

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, ტურინული გრანდი ფრანგი ფეხბურთელის დასაბრუნებლად 80 მილიონ ევროს ამზადებს, რაც რამდენიმე ათეულით ნაკლებია იმ თანხასთან შედარებით, რაც თავის დროზე მათ "მანჩესტერისგან" მიიღეს.

იმ შემთხვევაში, თუ პოლ პოგბას ტრანსფერი არ გამოვიდა, "იუვენტუსი" მადრიდის "რეალის" შემტევ ნახევარმცველ ისკოზე გადაერთვება.

25
წლის ნახევარმცველი "მანჩესტერ იუნაიტედს" 2016 წლის ზაფხულში სწორედ "ბებერი ქალბატონიდან" შეუერთდა და მას შემდეგ პრემიერლიგაში ჩატარებულ 71 მატჩში 14 გოლის გატანა მოახერხა.

altინსი: პოგბა საშუალო დონის იდიოტი ფეხბურთელია

altFootball Leaks: მინო რაიოლამ პოგბას ტრანსფერებზე 49 მლნ ევრო გამოიმუშავა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული