"მილანის" ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ მწვრთნელი ჯენარო გატუზო გუნდს კრიზისიდან გამოიყვანს - წინააღმდეგ შემთხვევაში მოხსნიან.
"მილანი" სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მაგრამ ლიდერ "იუვენტუსს" 19 ქულით ჩამორჩება. ამას გარდა, როსონერი ბოლო ტურში "ოლიმპიაკოსთან" დამარცხდა და ევროპა ლიგის გათამაშაშებას გამოეთიშა.
Sport Mediaset-ი იტყობინება, რომ გატუზოს სიტუაციის გამოსასწორებლად სამი მატჩი მისცეს - "ფიორენტინა", "ფროსინონე" და "სპალი".
ჯენაროს გადაყენების შემთხვევაში გუნდი შეიძლება რობერტო დონადონიმ ან არსენ ვენგერმა ჩაიბაროს.