მაურო იკარდის ავტომობილების საერთო ფასი 1 მილიონზე მეტია

AutoSharing Option
ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ინტერის" თავდამსხმელი მაურო იკარდი გუნდის გამოცვლას აპირებს, მაგრამ ის მილანში თავს შესანიშნავად გრძნობს.

იკარდის ფინანსებიც არ მღერიან რომანსებს. თუ არ გჯერათ, მის ავტოპარკში შევიხედოთ.

გასულ შობას მაურომ თავის უძვირფასეს მეუღლეს, ვანდას Bentley Bentayga აჩუქა, რომელიც 175 ათასი დოლარი ღირს.

იქამდე იკარდიმ მას 320-ათასიანი Rolls-Royce Ghost-ი უყიდა.

იკარდის გარაჟში ყველაზე იაფფასიანი მანქანა 75-ათასიანი Range Rover Sport-ია.

ამას გარდა ფეხბურთელს ორი 320-ათასიანი Lamborghini Huracan Spyder-ი ჰყავს.

იკარდის ყველაზე ძვირფასი ავტო კი ოქროსფერი Hummer H-ია, რომლის ფასი 300დან 400 ათასამდე
მერყეობს.

გასულ წელს მან თვითმფრინავი და იახტაც შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული