თავდამსხმელმა კშიშტოფ პიონტეკმა "მილანში" გადასვლის შემდეგ შთაბეჭდილებები პოლონურ Przeglad Sportowy-ს გაუზიარა.
"მილანელო ეს რაღაც არაჩვეულებრივია. ტოპ-კლუბში მოვედი. ოცნებები უნდა ავიხდინო. თითქოს ზღაპარში ვარ.
აქაური პირობები რომ ვნახე, შოკში ჩავვარდი. ექვსი მოედანია და მათგან ორი გათბობითაა, ერთი კი ხელოვნურსაფარიანი.
როდესაც კლუბის მუზეუმში შევედი, ყბა ჩამომივარდა.
ასეთ კლუბს უარს ვერ ეტყვი. აქ თადარიგში ყოფნას არ ვაპირებ. შანსი მომეცა და უნდა გამოვიყენო.
"ვესტ ჰემსაც" სურდა ჩემი შეძენა, მაგრამ "ჯენოამ" უარი უთხრა, რადგან "მილანთან" კარგი ურთიერთობა აქვთ. მე სწორი არჩევანი გავაკეთე.
"მილანი" "ვესტ ჰემზე"
გაცილებით დიდი გუნდია. ლონდონურ გუნდში დაახლოებით იმავე ოდენობის ხელფასი მექნებოდა, მაგრამ ახლა ჩემთვის ფული ყველაზე მთავარი არაა. ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსი მაქვს".
"ვესტ ჰემსაც" სურდა ჩემი შეძენა, მაგრამ "ჯენოამ" უარი უთხრა, რადგან "მილანთან" კარგი ურთიერთობა აქვთ. მე სწორი არჩევანი გავაკეთე.
"მილანი" "ვესტ ჰემზე"