"მილანმა" კშიშტოფ პიონტეკი 35 მილიონად შეიძინა

AutoSharing Option
"მილანმა" "ჯენოასგან" პოლონელი თავდამსხმელი კშიშტოფ პიონტეკი 35 მილიონ ევროდ შეიძინა.

23 წლის ფორვარდს როსონერიმ 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმა კონტრაქტი.

ამ სეზონში მისი ყოველკვირეული ხელფასი 35 ათასი ევრო იქნება, მომავალ სეზონში კი 40 ათასი (დაახლოებით 2 მილიონი წელიწადში).

ხელშეკრულება აგრეთვე სხვადასხვა სახის ბონუსებს ითვალისწინებს.

პიონტეკმა იტალიის მიმდინარე ჩემპიონატზე 13 გოლი გაიტანა, ერთით ნაკლები, ვიდრე რონალდომ, დუვან საპატამ და ფაბიო კვალიარელამ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული