იტალიის შსს მინისტრი: იგუაინი "მილანში" უღირსად მოიქცა - იმედია აქ აღარასოდეს არ ვიხილავ

AutoSharing Option
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი "მილანის" თავგადაკლული ფანია და "ჩელსიში" გადასული თავდამსხმელი გონსალო იგუაინი გააკრიტიკა.

იგუაინი შარშან "მილანმა" "იუვენტუსისგან" იჯარით აიყვანა, მაგრამ თავი ვერაფრით ვერ წარმოაჩინა და ინგლისში გააგრძელებს კარიერას.

"მიხარია, რომ იგუაინი წავიდა. იმედია, აქ აღარასოდეს არ ვიხილავ, უღირსად მოიქცა. დაქირავებულები არც პოლიტიკაში არ მიყვარს და არც სპორტში.

პიონტეკი კი მომწონს, პლუს ევროკავშირის" პასპორტი აქვს", - განუცხადა სალვინიმ "კორიერე დელა სერას".


altგონსალო იგუაინი: მინდოდა ფეხბურთისთვის თავი დამენებებინა და ავადმყოფი დედისთვის მომევლო

alt"ჩელსიმ" გონსალო იგუაინი იჯარით აიყვანა







მკითხველის კომენტარები / 2 /
როსონერის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა საუბრობდეს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი.

დაქირავებულები არ უყვარს თურმე ჯიგარს:)

პროფესნიონალურ ფეხბურთში ხომ სულ ახლობლობით, მეზობლობით და ერთმანეთის ხათრით თამაშობენ რა:)
ლადო
01:26 29-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული