გონსალო იგუაინი: მინდოდა ფეხბურთისთვის თავი დამენებებინა და ავადმყოფი დედისთვის მომევლო

AutoSharing Option
"ჩელსის" თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა გაამხილა, რომ დედის ავადმყოფობის გამო 2016 წელს ფეხბურთის თამაშზე თავის დანებებას აპირებდა.

"მაშინვე გადავწყვიტე თამაშზე თავი დამენებებინა, რათა ავადმყოფი დედისთვის მომევლო. ვეჭვობდი, რომ რაღაც კარგად არ იყო და ამერიკის თასის დროს სახლში ვიყავი. გავოგნდი, როდესაც სიმართლე შევიტყვე.

იმ მომენტში მთელი სამყარო დაინგრა... დედის გარდა არავინ და არაფერი არ მაინტერესებდა.

დედამ მითხრა, რომ ბედნიერი იყო იმით, რომ ვთამაშობდი და ამის უფლებას არ მომცემდა. მთხოვა თამაში მისი გულისთვის გამეგრძელებინა", - ციტირებს იგუაინს "მირორი".

ოჯახი პიპიტას დედის ავადმყოფობას უმალავდა,
რომელიც შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული