მაურო იკარდიმ ანგარიში 125-ე წუთზე გაათანაბრა, მაგრამ "ინტერი" თასიდან მაინც გავარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1 თებერვალს, იტალიის თასის 1/4 ფინალში "ლაციომ" სტუმრად პენალტების სერიაში სძლია "ინტერს" და ნახევარფინალს უწია.

მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, ოვერტაიმში ჩირო იმობილემ სტუმრები დააწინაურა, კომპენსირებულ დროში კი მაურო იკარდიმ თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა.

პენალტების სერიაში რომაელებმა იმარჯვეს. გადამწყვეტი დარტყმა რაჯა ნაინგოლანმა ვერ გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა დამატებით დროში წითელი ბარათი უჩვენა მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველს კვადვო ასამოას, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ ყვითელი ბარათით შეუცვალა.

"ლაციო" ნახევარფინალში "მილანს" შეხვდება. თამაშები 27 თებერვალს და 24 აპრილს ჩატარდება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს "ფიორენტინა" და "ატალანტა"
დაუპირისპირდებიან.

მილანი. "სან სირო"
ინტერი - ლაციო 0:0 (1:1 დ.დ , პენ 3:4)
გოლები: 0:1 იმობილე (108), 1:1 იკარდი (120+5, პენ)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული