2 თებერვალს, სერია A-ს 22-ე ტურში "პარმამ" სტუმრად ფრე, 3:3 გაუგორა "იუვენტუსს".
არადა, "იუვე" 74-ე წუთამდე 3:1-ს იგებდა.
ეს ბოლო 3 დღეში "ბებერი ქალბატონის" მეორე წარუმატებლობაა - 30 იანვარს "ატალანტასთან" 0:3 დამარცხდა და თასის გათამაშებას გამოეთიშა.
"იუვენტუსი" 60 ქულით პირველ ადგილზეა, უახლოეს მდევარ "ნაპოლის" 9 ქულით უსწრებს და 10 თებერვალს სტუმრად "სასუოლოს" დაუპირისპირდება.
დუბლის შემსრულებელი რონალდო 17 გოლით იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.
ტურინი. "ალიანს სტადიუმი"
იუვენტუსი - პარმა 3:3
გოლები: 1:0 რონალდო (6), 2:0 რუგანი (62), 2:1 ბარილა (64), 3:1 რონალდო (66), 3:2 ჟერვინიო (74), 3:3 ჟერვინიო (90+3)