პაოლო მალდინის უფროსი შვილი სერია C-ს "ფანოში" გადავიდა

AutoSharing Option
"მილანის" ლეგენდის და ამჟამად ამავე კლუბის სტრატეგიული განვითარების დირექტორის პაოლო მალდინის უფროსი შვილი კრისტიანი "პრო პიაჩენცადან" "ფანოში" გადავიდა. ამის შესახებ "ფანოს" საიტი იტყობინება.

22 წლის კრისტიანმა "ფანოსთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. "პრო პიაჩენცა" და "ფანო" იტალიის სერია C-ში ასპარეზობენ.

ამ სეზონში კრისტიანმა 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

პაოლოს უმცროსი შვილი, 17 წლის დანიელი "მილანის" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს.






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული