Sky News Arabia: "იუვენტუსი" მზადაა, სალაჰისთვის 200 მლნ ევრო გადაიხადოს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსმა" "ლივერპულის" ფორვარდის, მოჰამედ სალაჰის შეძენის სურვილი გამოთქვა და ამ წამოწყებას მხარი კრიშტიანო რონალდომაც დაუჭირა.

Sky News Arabia-ს ცნობით, ტრანსფერის ფასი 200 მლნ ევროა, ხოლო გარიგება კრიშტიანო რონალდოსთან და გუნდის სხვა ლიდერებთან ერთად განიხილეს.

თუ აღნიშნული ტრანსფერი შედგება, სალაჰი ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდება. რეკორდი ჯერ კიდევ ნეიმარს ეკუთვნის - ბრაზილიელის სანაცვლოდ პსჟ-მა "ბარსელონას" 222 მლნ ევრო გადაუხადა.

უქმეებზე სალაჰმა "ლივერპულის" მაისურით მე-20 გოლი გაიტანა ყველა ტურნირში მიმდინარე სეზონში.

altსალაჰი ზედიზედ მეორედ დაასახელეს აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად

მკითხველის კომენტარები / 1 /
არ მიყვარს ეს სალაჰი, რაღაცნაირი ტიპია.
ვოვა
18:41 16-02-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული