მაურო იკარდი "იუვენტუსში" გადადის?

AutoSharing Option
"ინტერის" თავდამსხმელი მაურო იკარდი, რომელსაც კაპიტნობა ჩამოართვეს, "იუვენტუსში" აპირებს გადასვლას.

ეს ინფორმაცია იტალიელმა ჟურნალისტმა ვალერ დე მაჯომ გაავრცელა. ის ირწმუნება, რომ მაურო ბიანკონერის კონტრაქტის გაფორმებაზე შეუთანხმდა.

იტალიური საინფორმაციო საშუალებები ამტკიცებენ, რომ ნერიაძურიმ ფეხბურთელი "ჩამოაფასა" და მზადაა 80 მილიონ ევროდ გაყიდოს.

მან მუხლის ტრავმა მოიმიზეზა, გუნდს ევროპა ლიგზე "რაპიდთან" სათამაშოდ არ გაჰყვა და დღესაც არ უვარჯიშია.

იკარდი მილანურ გუნდში 2013 წლიდან ასპარეზობს, მის რიგებში 220 მატჩში 122 გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხელშეკრულება კი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული