იტალიის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი "ლაციოსა" და "მილანს" შორის 0:0 დასრულდა.
თამაში ვერ გამოდგა მთლად სანახაობრივი, აშკარა იყო, როსონერის ფრე აწყობდა და მიაღწია კიდეც. რაც შეეხება რომაელებს, შეტევაში თავი ვერაფრით ვერ გამოიჩინეს, თუმცა შეეძლოთ მოეგოთ კიდეც - მე-80 წუთზე იმობილემ ბურთი ძელს გაარტყა. მართალია, ის თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ მსაჯმა ეს ვერ შენიშნა.
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 24 აპრილს "სან სიროზე" გაიმართება.
რომი. "სტადიო ოლიმპიკო"
ლაციო - მილანი 0:0
ლაციო: სტრაკოშა, გაბარონი, აჩერბი, ბაშტუში, რომულო (მარუსიჩი 90), მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი, კორეა, პაროლო
(ალბერტო 74), ლეივა, იმობილე (კაისედო 81)
მილანი: დონარუმა, რომანიოლი, მუსაკო, კალაბრია, ლასკალტი, პაკეტა (ბილია 86), ბაკაიოკო, სუსო (კასტილეხო 73), კესიე (ჩალჰანოღლუ 29), ბორინი, პიონტეკი